6 მარტივი გზა კლიენტების ფანატებად გადაქცევისათვის (ინფოგრაფიკა)

44

Apple არ არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია გაზარდოს საკუთარი ბრენდის ცნობადობა და ჰყავდეს მიმდევრები, რომლებიც ფანატურად არიან კომპანიაზე ორიენტირებულნი და მოუთმენლად ელოდებიან ახალი სერვისებისა  თუ პროდუქტების ბაზარზე გამოჩენას;

ბევრი ქართული თუ მსოფლიო მასშტაბის კომპანია ცდილობს გაზარდოს თავისი ბრენდისადმი მომხმარებლების სიყვარული, მოწონება და ლოიალურობა. მაგალითად — მიმზიდველი დიზაინერული გადაწყვეტილებით, რომელიც პროდუქტებს შესამჩნევს ხდის. მაგრამ, მთავარია, რომ კომპანიებმა აგრძნობინონ მომხმარებლებს, თუ როგორ ზრუნავს ორგანიზაცია მათზე. არც ისე რთულია კლიენტების გაღიმება და მათთვის უახლესი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ უამრავი, თუნდაც სერვისზე ორიენტირებული კომპანია ამას არ აკეთებს. ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა, რომელიც მომზადებულია  Column Five – ის მიერ, ნათლად ასახავს კლიენტების დამოკიდებულებას თუ როდის გრძნობენ ისინი  ყურადღებას.

 

1. იყავით საუკეთესოები და შეინარჩუნეთ ავთენტურობა

გსურთ რომ თქვენი ლოგო კლენტებმა ამოისვირინგონ? შექმენით ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც არამარტო კონკრეტულ პრობლემას გადაჭრის, არამედ მისი არსებობის შედეგად სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ. საჭიროა თქვენი მაღალხარისხიანი პროდუქტი “მაგარია”-ს იარლიყით იყოს ბაზარზე ცნობილი და თქვენ კლიენტებს მუდამ გულწრფელად უნდა მოემსახუროთ. 

2. წაახალისეთ თქვენი კლიენტების ურთიერთობა

მიეცით მომხმარებლებს საშუალება, რომ იურთიერთონ ერთმანეთთან, შეუქმენით საერთო პლატფორმა, რომ გაუზიარონ ერთმანეთს აზრები, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები თქვენი პროდუქტების შესახებ. ეს კარგი საშაულებაა, რომ დაანახოთ თუ როგორ ზრუნავთ მათზე, შედეგად კი თავისუფლად ენდობიან და შეიყვარებენ ბრენდს.

 3. შესთავაზეთ უნიკალური შესაძლებობები

ყველა ადამიანს მოსწონს, როცა მათზე ზრუნავენ და თავს მნიშვნელოვნად გრძნობენ. წარმოიდგინეთ კლიენტების რეაქცია, როდესაც გაიგებენ რომ პირველები დატესტავენ ახალ პროდუქტებსა თუ სერვისებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოიალურები არიან ბრენდისადმი.

4. მოამზადეთ თქვენი ბრენდი

“შევქმნათ პროდუქტი და კლიენტებიც გამოჩნდებიან”— არასწორი ნაბიჯია პოზიციონირებისათვის, განსაკუთრებით როდესაც ეს ეხება ვებ გვერდებს. კარგი ვებ-გვერდი ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტების პატივისცემის მოსაპოვებლად, ეს კი კომპანიებს ხშირად ავიწყდებათ.  კლიენტებზე მორგებული ინტერნეტ გვერდი, სადაც ადვილია ნავიგაცია, აუცილებელი ნაბიჯია თქვენი ბრენდის სტანდარტების ასამაღლებლად.

5. იყავით აქტიურები სოციალურ ქსელებში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ გაიზიაროთ მომხმარებლის გრძნობები.

ყველამ ვიცით, რომ  Facebook-ზე, Twitter-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში უამრავი მომხმარებელია რეგისტრირებული, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიის ნამდვილი და მგრძნობიარე მიმდევრები არიან. კომპანიისათვის სოციალურ ქსელებში არსებობა დაკავშირებული უნდა იყოს მომხმარებლებთან ურთიერთობასთან, ინფორმაციის მიწოდებასთან და მათში ღიმილის გამოწვევასთან. კომპანიას ნამდვილად უნდა ესმოდეს საკუთარი კლიენტების საჭიროებები.

6. ჩართეთ კლიენტები თქვენი ბრენდის მშენებლობაში.

ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი გრძნობა ადამიანებისთვის არის იმის გააზრება, რომ აქტიურად მონაწილოებენ თქვენი ბიზნესის განვითარებაში. ჰკითხეთ მათ რას ფიქრობენ თქვენს საქმიანობაზე და უფრო მეტიც, მიეცით საშუალება თავად შექმნან/განავითარონ პროდუქტები.

b4f1c7c3ceb1a7d05e248b59823136a1_27611

წყარო: Inc Magazine

Comments

comments

Tags: , , , , , , , , , , , , , , ,

Category: Infographics, ბიზნესი, მარკეტინგი, სტრატეგია

Comments are closed.