Category: მარკეტინგი

ყველაზე ორიგინალური და გულში ჩამწვდომი რეკლამები სოციალურ საკითხებზე

ყველაზე ორიგინალური და გულში ჩამწვდომი რეკლამები სოციალურ საკითხებზე

როგორ განვსაზღვროთ რამდენად კარგია რეკლამა? კარგი რეკლამა ადვილად იქცევს თქვენს ყურადღებას და დიდხანს რჩება მეხსიერებაში — ზუსტად ეს არის რაც ქვემოთ მოცემულ სოციალურ კამპანიებს სჭირდება. ადამიანების დაფიქრება და მათი აღელვება სხვადასხვა სოციალური თემატიკით (ან მათთვის ცნობადობის ამაღლება) მნიშვნელოვანია პუბლიკის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და მნიშვნელოვანი ცვლილებების გასატარებლად. რეკლამის მხოლოდ კომერციული დანიშნულებით გამოყენება უსამართლება იქნებოდა, რადგანაც რეკლამას ბევრად მეტი […]

Read More

6 მარტივი გზა კლიენტების ფანატებად გადაქცევისათვის (ინფოგრაფიკა)

6 მარტივი გზა კლიენტების ფანატებად გადაქცევისათვის (ინფოგრაფიკა)

Apple არ არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია გაზარდოს საკუთარი ბრენდის ცნობადობა და ჰყავდეს მიმდევრები, რომლებიც ფანატურად არიან კომპანიაზე ორიენტირებულნი და მოუთმენლად ელოდებიან ახალი სერვისებისა  თუ პროდუქტების ბაზარზე გამოჩენას; ბევრი ქართული თუ მსოფლიო მასშტაბის კომპანია ცდილობს გაზარდოს თავისი ბრენდისადმი მომხმარებლების სიყვარული, მოწონება და ლოიალურობა. მაგალითად — მიმზიდველი დიზაინერული გადაწყვეტილებით, რომელიც პროდუქტებს შესამჩნევს ხდის. მაგრამ, მთავარია, რომ კომპანიებმა აგრძნობინონ მომხმარებლებს, […]

Read More

ნაყიდი პოპულარობა Facebook-ზე: ჭკვიანური სტრატეგია თუ უსარგებლო ტყუილი?

ნაყიდი პოპულარობა Facebook-ზე: ჭკვიანური სტრატეგია თუ უსარგებლო ტყუილი?

ალბათ შეამჩნევდით Facebook-ზე, თუ რა უცებ იხვეჭენ პოპულარობას   “გუშინ დაბადებული” პოლიტიკოსები, კომპანიები, თუ სხვადასხვა “ცნობილი” ადამიანები. რამდენიმე დღეში მოხვეჭილი ათასობით LIKE შეგიძლიათ მათ რომელიმე დამსახურებას ან კარგ სარეკლამო კამპანიას მიაწეროთ, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის და პოპულარულ Facebook გვერდზე არსებული ფანების ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ არ არსებობს! თუმცა ამ უწყინარ ტყუილს დადებითი მხარეც […]

Read More

მსოფლიო თასის საუკეთესო რეკლამა – ცალი ფეხით დაბადებული ფეხბურთელი ბიჭის ისტორია

მსოფლიო თასის საუკეთესო რეკლამა – ცალი ფეხით დაბადებული ფეხბურთელი ბიჭის ისტორია

  შეუძლებელი რომ არაფერია, ამაში კიდევ ერთელ დარწმუნდებით მსოფლიო თასის საოცრად შთამაგონებელი რეკლამის ნახვის შემდეგ, რომელიც ეკუთვნის კომპანია Powerade-ს. რეკლამა გვიყვება 19 წლის ფეხბურთელის, ნიკო კალაბრიას ცხოვრების ისტორიას, რომელიც ცალი ფეხით დაიბადა. რეკლამა მთლიანად სამოყვარულო კამერით გადაღებული კადრებისგან შედგება, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ ცდილობდა ნიკო ძალიან პატარა ასაკიდან  ეთამაშა სპორტი. ვიდეოში ასახულია მისი იმედგაცრუებაც და […]

Read More

ყველაზე კრეატიული სავიზიტო ბარათები

ყველაზე კრეატიული სავიზიტო ბარათები

კარგი სავიზიტო ბარათი არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად, მაგრამ თქვენი დახმარება ნამდვილად შეუძლია! მას შეუძლია გავლენა იქონიოს კარგი პირველი შთაბეჭდილების მოხდენაზე. ქვემოთ მოცემულია ძალიან ჭკვიანურად შექმნილი სავიზიტო ბარათები, რომლებიც აუცილებლად დაგაფიქრებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმოადგინოთ საკუთარი კომპანია. ბევრი ჩვენგანი ხშირად ზრდილობის გამო იღებს სავიზიტო ბარათებს და პირველი შესაძლებლობისთანავე აგდებს, ან ივიწყებს მის არსებობას. მაგრამ […]

Read More

გასაოცრად გულახდილი კორპორატიული რეკლამა ავსტრალიელებისგან

გასაოცრად გულახდილი კორპორატიული რეკლამა ავსტრალიელებისგან

აი, ნამდვილი კორპორატიული გამჭვირვალობა! ამ საოცრად სატირულ რეკლამაში, ენერგეტიკის სფეროს რამდენიმე აღმასრულებელი დირექტორი გვიზიარებს, თუ რას ფიქრობს სინამდვილეში. ვიდეო შეიცავს სამსახურისთვის შეუფერებელ ლექსიკას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს რეკლამა არ წარმოადგენს რეალურ კამპანიას და თავიდან ბოლომდე სატირაა. თუმცა მიიჩნევა, რომ გამოხატავს იმ რეალობას, რაზეც არ საუბრობენ ნამდვილი აღმასრულებლები. შენიშვნა: რეკლამის აზრის გასაგებად აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.   […]

Read More

როგორ გავყიდოთ? (ინფოგრაფიკა)

როგორ გავყიდოთ? (ინფოგრაფიკა)

იყიდება ყველაფერი, მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა. თუ სწორად მივუდგებით საქმეს, ბევრად უფრო ადვილად მოვახერხებთ ნებისმიერი რამის გაყიდვას და შესაძლოა საკუთარ მოლოდინსაც კი გადავაჭარბოთ. სტარტაპების ევანგელისტად წოდებული ანნა ვიტალი გვთავაზობს მარტივ სქემას, რომელიც დაგვეხმარება გაყიდვის პროცესის გათავისებაში: იმისათვის რომ გაყიდოთ, აუცილებელია მოიპოვოთ მყიდველის ნდობა; მიეცით საუბრის საშუალება – გაყიდვა დიალოგია, და თუ თავად არ ფლობთ მოსმენის ხელოვნებას, […]

Read More

კრიზისული კომუნიკაცია: რა უნდა გავაკეთოთ კომპანიის იმიჯის შესანარჩუნებლად?!

კრიზისული კომუნიკაცია: რა უნდა გავაკეთოთ კომპანიის იმიჯის შესანარჩუნებლად?!

                      კრიზისული სიტუაციები დაუგეგმავი მოვლენაა ნებისმიერი კომპანიისთვის, ასევე — ნამდვილი გამოცდა მენეჯერებისთვის. ამ დროს მენეჯერებს  გონივრული მოქმედება და საზოგადოებრივ სარბიელზე მუდმივი აქტივობა მართებთ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა დაადგინოთ კრიზისის არსი და წარმოშობის მიზეზები. შეიძლება, პრობლემა იყოს ბუნებრივი ან განგებ გამოწვეული. ხშირად კი კრიზისის გამომწვევი ფაქტორები ამოუცნობია […]

Read More

თუ ისევ მოითხოვთ ‘Like’-ებს Facebook-ზე, მწარედ “მოგხვდებათ”

თუ ისევ მოითხოვთ ‘Like’-ებს Facebook-ზე, მწარედ “მოგხვდებათ”

თუ თქვენი Facebook გვერდის ადმინისტრატორი პირდაპირ მოითხოვს პოსტების გაზიარებას და მოწონებას, ან ერთი და იგივე პოსტის რამდენჯერმე გამოქვეყნებას, ის დროა კარგად დაფიქრდეთ. Facebook აცხადებს, რომ მათ ახალ მისიას წარმოადგენს News Feed-ის სპამებისგან გასუფთავება. ამის მთავარი მიზანი არის მკითხველისთვის მხოლოდ მისთვის შესაბამისი კონტენტის ჩვენება. მიგაჩნიათ რომ თქვენი Facebook გვერდი ბევრ სპამს მოიცავს? მოდით პირველ რიგში განვსაზღვროთ რას მიიჩნევს Facebook […]

Read More

რისთვის სჭირდება PR ჩემს კომპანიას?

რისთვის სჭირდება PR ჩემს კომპანიას?

რატომ არის PR მნიშვნელოვანი ჩემი კომპანიისთვის? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს კითხვა დღემდე აქტუალურია ბევრი დამწყები ბიზნესმენისთვის. Public Relations News-ის მიხედვით, “საზოგადოებასთან ურთიერთობა არის მენეჯმენტის ფუნქცია, რომელიც ახდენს საზოგადოების დამოკიდებულების შეფასებას,  გეგმავს და ახორციელებს პროგრამას, რომელიც მოიცავს აქტივობებს საზოგადოების მხრიდან კომპანიისთვის გაგებისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.” PR წარმოადგენს ისეთი აქტივობების ერთობლიობას, როგორიცაა: რეპუტაციის მართვა, საჯარო პრეს-კონფერენციები, საზოგადოებასთან და […]

Read More

სოციალური მედიის და სმარტფონების გამოყენება: ქალები vs. მამაკაცები (ინფოგრაფიკა)

სოციალური მედიის და სმარტფონების გამოყენება: ქალები vs. მამაკაცები (ინფოგრაფიკა)

გავრცელებული აზრი – “მამაკაცები  მარსიდან არიან, ხოლო ქალები – ვენერადან” – არ შემოიფარგლება მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებით. როგორც ჩანს, გენდერული სხვაობა კიდევ სამ ძირითად ასპექტში იჩენს თავს: პირადი და საქმიანი ურთიერთობები, ინფორმაციის და გართობის მოთხოვნა, და სამომხმარებლო ქცევა. ამ პარამეტრებზე დაყრდნობით Finance Online-მა მოამზადა ინფოგრამა, რომელიც დეტალურად გვაჩვენებს განსხვავებას მამაკაცებსა და ქალებს შორის სოციალური მედიის და სმარტფონების გამოყენების სიხშირესა […]

Read More

7  მიზეზი პროდუქტის ჟურნალებში რეკლამირებისთვის

7 მიზეზი პროდუქტის ჟურნალებში რეკლამირებისთვის

გინდათ გაიგოთ 7 ყველაზე მყარი მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ბეჭდური მედია? ძალა– მოდი ასე დავარქვათ, რომ რეალურად დავინახოთ, რისი გაკეთება შეუძლია პრინტმედიას. საქართველოში პრიალა ჟურნალების მიმართ არ არის გარკვეული და ჩამოყალიბებული შეხედულება. ხშირად,  გავრცელებული სკეპტიკური დამოკიდებულება ხელს უშლის ჟურნალების კულტურის დამკვიდრებას. ქვემოთ ჩამოთვლილია 7 არგუმენტი, თუ რა სარგებლობის მომტანია კომპანიისთვის პოპულარულ ჟურნალებში რეკლამის განთავსება: წვდომა […]

Read More

ბრენდინგი — რა არ უნდა გააკეთოთ თქვენი ბრენდის გასანადგურებლად

ბრენდინგი — რა არ უნდა გააკეთოთ თქვენი ბრენდის გასანადგურებლად

ბევრი ბიზნესმენი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს წარმატებული ბრენდის შექმნას, მაგრამ ხშირად არ ითვალისწინებს რომ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრენდის განადგურების თავიდან აცილებაზე ზრუნვა. მილიონობით დოლარის და უამრავი საათის დახარჯვა ისეთი ბრენდის შექმნაზე, რომელიც არ არის ეფექტური, ამ პროცესებში ჩართული მენეჯერებისთვის მხოლოდ იმედგაცრუების მომტანია. ქრის კოლინსი ( branddesigner.com) თვლის, რომ კომპანიებისთვის არსებობს ორი განსხვავებული სიტუაცია: იყო ბრენდირებული და გქონდეს […]

Read More