Author Archive: სოფო ბალანჩივაძე

rss feed

როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს მათემატიკის სწავლა ლეგოს დახმარებით

როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს მათემატიკის სწავლა ლეგოს დახმარებით

გარდა იმისა, რომ ლეგო ყველა ბავშვის საყვარელი სათამაშოა და დადებით გავლენას ახდენს პატარების უნარების და ფანტაზიის განვითარებაზე, ამერიკელმა მასწავლებელმა ალიშა ზიმერმანმა ამ სუპერ სათამაშოს ახალი საგანმანათლებლო დანიშნულება მოუძებნა. ლეგოს მეშვეობით ბევრად უფრო მარტივია ისწავლო წილადები, კვადრატში აყვანა, საშუალო არითმეტიკული და სხვა მათემატიკური კონცეფციები.     წყარო: Bored Panda

Read More

Mog’s Christmas Calamity – საუკეთესო საშობაო რეკლამა რაც აქამდე გინახავთ

Mog’s Christmas Calamity – საუკეთესო საშობაო რეკლამა რაც აქამდე გინახავთ

შეიძლება ჩათვალოთ, რომ რამდენიმე უიღბლო მოვლენამ არამხოლოდ საშობაო განწყობა, არამედ თვით დღესასწაულიც წაგართვათ. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სიკეთეს ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. დანარჩენი სჯობს თავად ნახოთ.   სიკეთე გადამდებია… .

Read More

ის, რასაც ფულით ვერასოდეს იყიდი!

ის, რასაც ფულით ვერასოდეს იყიდი!

  რას ვიღებთ სიკეთის სანაცვლოდ? სიმდიდრეს? — არა! მატერიალური არაფერი შეგვემატება ამით. პოპულარობას? — არა! სიკეთის ანონიმურად კეთება განსაკუთრებული სიამოვნებაა. უამრავ დადებით ემოციას? — კი! ყველაფერს, რისი ყიდვაც შეუძლებელია და რაც უზომოდ გაგაბედნიერებთ. უყურეთ 2014 წლის საუკეთესოდ აღიარებულ რეკლამას და მიიღეთ შეუფასებელი ემოციები.  

Read More

როგორ აისახება ორგანიზმზე სხვადასხვა ემოცია?

როგორ აისახება ორგანიზმზე სხვადასხვა ემოცია?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს ბევრი მეცნიერი და მკვლევარი შეისწავლიდა თუ როგორ შეუძლია ადამიანის ემოციურ მდგომარეობას და ჩვენი სხეულის ენერგეტიკას იმოქმედოს ჯანმრთელობაზე ან დაავადებაზე. ჩვენი ემოციური ურთიერთკავშირი სხვებთან და საკუთარ თავთან უფრო მეტად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ნებისმიერი ვარჯიში, მკურნალობა, ან საკვები. ფიზიოლოგიური შეგრძნებები, რასაც ჩვენ განვიცდით იმის მიხედვით გაბრაზებულები ვართ, შეშინებულები თუ ბედნიერები, სხვეულის სხვადასხვა […]

Read More

ის, რასაც ბედნიერი ადამიანები აკეთებენ და რაზეც იშვიათად საუბრობენ

ის, რასაც ბედნიერი ადამიანები აკეთებენ და რაზეც იშვიათად საუბრობენ

1. ისინი გასცემენ “ბედნიერება მიიღწევა იმით, რასაც გასცემ, და არა – რასაც იღებ.” ბენ კარსონი ფულზე ფოკუსირებას მხოლოდ უკმაყოფილების შეგრძნების მოტანა შეუძლია. როგორც კვლევებმა აჩვენეს, მას შემდეგ, რაც აუცილებელი საჭიროებებისთვის საკმარისი ფული გაქვთ, მხოლოდ 2 გზა არსებობს რაშიც ფული დაგეხმარებათ: * თქვენი სოციალური სტატუსის ამაღლება * ფულის გაცემისგან მიღებული სიამოვნება საკუთარი ფულის სხვების დასახმარებლად დახარჯვით […]

Read More

28 ფოტო, რომელთა ნახვის შემდეგაც აღარასდროს დაანაგვიანებთ ბუნებას

28 ფოტო, რომელთა ნახვის შემდეგაც აღარასდროს დაანაგვიანებთ ბუნებას

დაბინძურებული გარემო დღეისათვის ნომერ პირველ მკვლელადაა აღიარებული. ის მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონ ადამიანზე ახდენს გავლენას. და არამარტო მათზე… ყოველწლიურად მილიონზე მეტი ფრინველი და 100 მილიონამდე ძუძუმწოვარი ცხოველი ხდება დანაგვიანებული გარემოს მსხვერპლი. ცხადია, რომ რაღაც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, მაგრამ რას შეუძლია შთააგონოს ადამიანებს მოუარონ ბუნებას? ქვემოთ მოცემული ფოტოები იმ მწარე რეალობას ასახავენ, რაც ადამიანების გაუფრთხილებლობის შედეგად […]

Read More

სახალისო სამოტივაციო ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს გუნდური მუშაობის უპირატესობას

სახალისო სამოტივაციო ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს გუნდური მუშაობის უპირატესობას

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სხვებთან ერთად მუშაობაზე მარტივი და პროდუქტიული მარტო მუშაობაა. ჩვენ არ დაგიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს ასე არ არის. უბრალოდ უყურეთ 90 წამიან ვიდეოს, რომელიც თქვენი გახალისების გარდა დაგანახებთ გუნდთან ერთად მუშაობის უპირატესობას.

Read More

5 გზა, რომელიც მეოცნებეს მიზნის მიმღწევად გარდაქმნის

5 გზა, რომელიც მეოცნებეს მიზნის მიმღწევად გარდაქმნის

შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრება მეოცნებედ იყოთ მიჩნეული საკუთარი თავის და სხვების მიერ. თუმცა იმის თქმა რომ უბრალოდ მეოცნებე ხართ ან საქმის გამკეთებელი გავს იმის თქმას, რომ თქვენ მთლიანად ცუდი ან კარგი ხართ. არავინაა 100%-ით კარგი ან ცუდი, ისევე როგორც მიზნის მიმღწევი, ან მეოცნებე, თუმცა რომელიმე მიმართულება შესაძლოა უფრო მეტად ახასიათებდეთ. ეს სპექტრია და კარგი ამბავი […]

Read More

55 ბრენდის ავტომობილების მწარმოებელი 14 გიგანტური კორპორაცია

55 ბრენდის ავტომობილების მწარმოებელი 14 გიგანტური კორპორაცია

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მსოფლიო ავტოინდუსტრია. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 30-ზე მეტი ბრენდი ყიდის დაახლოებით 17 მილიონ ავტომობილს ყოველწლიურად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის უამრავი ბრენდია ცნობილი, მათ უკან მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კორპორაცია დგას. ეს გრაფიკა არ მოიცავს მსოფლიოს ყველა ბრენდს, თუმცა ევროპის და ამერიკის კონტინენტებზე ცნობილი ბრენდების ხილვა აქ ნამდვილად შეგიძლიათ.

Read More

15 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია Facebook-ში (CEO არ შედის მათ რიცხვში)

15 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია Facebook-ში (CEO არ შედის მათ რიცხვში)

კომპანია Facebook-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიციების ჩამონათვალში ვერ ნახავთ კომპანიის დამაარსებელსა და აღმასრულებელს დირექტორს მარკ ცუკერბერგს. დაუჯერებელია (ქართული რეალობის ფონზე), მაგრამ ის ყველა თანამშრომელზე დაბალ ანაზღაურებას იღებს.

Read More

როგორ ვიპოვოთ დაკარგული ანდროიდი Google-ის მეშვეობით

როგორ ვიპოვოთ დაკარგული ანდროიდი Google-ის მეშვეობით

ნამცხვრის რეცეპტი დაგჭირდათ? და-Google-ეთ. რომელიმე ფაქტის გადამოწმება გსურთ? და-Google-ეთ. თქვენი ანდროიდი სადღაც დადეთ და ვეღარ პოულობთ? და-Google-ეთ…   თუ თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი Google-ის ერთი და იგივე ანგარიშით სარგებლობს, ერთადერთი, რის გაკეთებაც დაგჭირდებათ ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, არის Google-ში შემდეგი ფრაზის ჩაწერა “find my phone.” ძებნის პირველივე შედეგი რუკა იქნება თქვენს მფლობელობაში არსებული ანდროიდების ადგილმდებარეობით. ეს ახალი ფუნქცია […]

Read More

რატომ შეიძლება გახდეს მარცხი ინოვაციის საფუძველი?

რატომ შეიძლება გახდეს მარცხი ინოვაციის საფუძველი?

თქვენი ნებაა დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ შეცდომები ხშირად აღვივებენ ალღოს და შორსმჭვრეტელობას და ასტიმულირებენ ინოვაციებს. Honda-ს დამფუძნებლის სიტყვებით “წარმატება 99 პროცენტით მარცხისგან შედგება.” შეცდომები იძლევა იმაზე მეტი ვარიაციის საშუალებას, ვიდრე მოელით — არასწორ ადგილას უხვევთ მაგრამ პოულობთ უკეთეს გზას მიზნის მისაღწევად. წიგნში Happy Accidents პენიცილინის, ჩუტყვავილას ვაქცინისა და ვიაგრას გარდა უამრავი სამედიცინო გამოგონებაა აღწერილი, როგორც შეცდომის შედეგი. ამიტომაც […]

Read More

18 შეცდომა, რომელიც ანადგურებს სტარტაპს

18 შეცდომა, რომელიც ანადგურებს სტარტაპს

ერთი დამფუძნებელი – როგორც ერთ დამფუძნებელს, თითქმის არ გაქვთ შანსი მიიღოთ დაფინანსება პოლ გრეჰემისგან. რატომ? “ეს არ არის დამთხვევა, რომ წარმატებულმა დამფუძნებლებმა მიზანს სულ მცირე ორი ადამიანისგან შემდგარი გუნდით მიაღწიეს” — ამბობს ის. ცუდი მდებარეობა – შეგიძლიათ სახლს ყველაფერი შეუცვალოთ, გარდა მისი მდებარეობისა. ანალოგიურად, თუ თქვენი სტარტაპი ცუდ ადგილას მდებარეობს, იმ ადგილის მახასიათებლების შეცვლას ნამდვილად ვერ მოახერხებთ […]

Read More

10 გასაოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი მარტოსულობაზე

10 გასაოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი მარტოსულობაზე

ხანგრძლივი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანების დაახლოებით 40% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მარტოსულობის მწვავე ტკივილს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მარტოსულობა საკმაოდ გავრცელებულია, ძალიან ცოტამ თუ იცის სრულად, თუ რამდენად დრამატული შედეგების მოტანა შეუძლია მას ჩვენთვის. ქვემოთ ჩამოთვლილია 10 გასაოცარი ფაქტი მარტოსულობის შესახებ, რომელიც აუცილებლად შეცვლის თქვენს წარმოდგენას ამ დამანგრეველი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ: მარტოსულობა არ არის დამოკიდებული […]

Read More

რატომ ვჩუქნით და ვიღებთ საშინელ საჩუქრებს? (სანანებელი საჩუქრების არჩევის 5 მთავარი მიზეზი)

რატომ ვჩუქნით და ვიღებთ საშინელ საჩუქრებს? (სანანებელი საჩუქრების არჩევის 5 მთავარი მიზეზი)

ყველა ჩვენგანს გამოუცდია ის მომენტი, როცა შეუსაბამო ან ცუდი საჩუქრის მიღების დროს უხერხული წამიერი სიჩუმე ჩამოვარდნილა, რომელსაც ხელოვნური ღიმილი და “მადლობა” მოყოლია (რამდენ თქვენგანს მიუღია ბავშვობაში ვაზა ან ყავის ჭიქების სერვიზი საჩუქრად დაბადების დღეზე?). რამდენჯერ აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა მთელი მონდომებით შერჩეული საჩუქარი არც ისე სასურველი და შესაბამისი აღმოჩენილა? თუმცა, რადგან ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, ალბათ […]

Read More

როგორ ჩავიცვათ საქმიანი შეხვედრისთვის

როგორ ჩავიცვათ საქმიანი შეხვედრისთვის

რამდენად ხშირად გინახავთ საქმიანი შეხვედრებისთვის შეუფერებლად გამოწყობილი ადამიანები? ალბათ არც ისე იშვიათად… ბევრი ადამიანი არ იცავს საჭირო “დრეს-კოდს” სხვადასხვა მოსაზრების გამო — ზოგისთვის სულერთია რას ჩაიცმევს, ზოგიც მოსაწყენად მიიჩნევს საცმიან ჩაცმულობას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეორედ არ მოგეცემათ პირველი შთაბეჭდილების მოხდენის საშუალება. მოგვწონს ეს თუ არა, პირველი შთაბეჭდილების შექმნაში (რაც პირველი 4 წამის განმავლობაში ხდება), საკმაოდ […]

Read More

“შეძენილი უსუსურობა” ინდივიდებსა და ორგანიზაციებში (რატომ ვივიწყებთ არჩევანის გაკეთების უნარს?)

“შეძენილი უსუსურობა” ინდივიდებსა და ორგანიზაციებში (რატომ ვივიწყებთ არჩევანის გაკეთების უნარს?)

“არჩევანის გაკეთების უნარს ვერც წაგართმევენ და ვერც გაასხვისებთ, მისი მხოლოდ დავიწყება შეიძლება” — ამ ფრაზას აუცილებლად იტყოდა ვიქტორ ფრანკლი (ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ლოგოთერაპიის დამაარსებელი), მაგრამ ამჯერად ეს სიტყვები New York Times-ის ბესტსელერის Essentialism: The Disciplined Pursuit of Less  ავტორს, გრეგ მაქეონს ეკუთვნის. როგორ ხდება, რომ გვავიწყდება არჩევანის გაკეთების უნარი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში მნიშვნელოვანი წვლილი […]

Read More

10 ულამაზესი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ საშობაოდ

10 ულამაზესი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ საშობაოდ

საშობაოდ მოგზაურობას თუ გეგმავთ, და გსურთ განსაკუთრებულად შეიგრძნოთ შობის სილამაზე, ამ სტატიაში ჩამოთვლილი ადგილებიდან ერთ-ერთს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ვენა, ავსტრია შობისთვის ვენა განსაკუთრებულად ემზადება ყოველწლიურად. ქუჩები მორთულია ნათურების ულამაზესი გირლიანდებით, ხოლო მაღაზიები ნაძვის ტოტებით და აბრეშუმის ბაფთებით. უზარმაზარ განათებულ ჭაღებს წმინდა სტეფენის კათედრალამდე მივყავართ. 26 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღიურად ტარდება კონცერტები შონბრუნის სასახლეში. წინასაშობაოდ […]

Read More

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი სტუდენტებისთვის

მსოფლიოს 10 საუკეთესო ქალაქი სტუდენტებისთვის

თუ საზღვარგარეთ გსურთ სწავლის გაგრძელება და ჯერ კიდევ არ მიგიღიათ საბოლოო გადაწყვეტილება, კარგი იქნება თუ გაეცნობით და გაითვალისწინებთ QS-ის (Top Universities) რეიტინგებს. საუკეთესო უნივერსიტეტების რაოდენობით და ამასთან ერთად ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯით პარიზი მსოფლიოს ყველაზე სასურველ ქალაქად დასახელდა სტუდენტებისთვის. ქალაქების რეიტინგის შედგენისას 5 მთავარი კრიეტიუმით იხელმძღვანელეს — უნივერსიტეტის რეიტინგი, სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, სასურველობა/ცხოვრების ხარისხი, დამსაქმებლების აქტივობა, და […]

Read More

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად (ფრენების დაჯავშნის 10 ხერხი)

როგორ ვიმოგზაუროთ იაფად (ფრენების დაჯავშნის 10 ხერხი)

  1. გამოიწერეთ სიახლეები Email-ზე ფასები იცვლება… ძალიან ხშირად. რამდენად? ხანდახან დღეში 3-ჯერაც კი. გამოიწერეთ თქვენი ფავორიტი ავიახაზების სიახლეები, რათა წინასწარ შეიტყოთ ფასდაკლებების შესახებ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია სიახლეების გამოწერა კონკრეტულ რეისზე და იმის გაკონტროლება, თუ რამდენად ხშირად იცვლება ფასები, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება. 2. განსაზღვრეთ ბილეთის ყიდვის საუკეთესო დრო ფრენამდე 6-8 […]

Read More

10 ყველაზე მოთხოვნადი უნარი 2020 წლისთვის

10 ყველაზე მოთხოვნადი უნარი 2020 წლისთვის

  იცვლება მსოფლიო, და შესაბამისად იცვლება შრომის ბაზარიც. ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ახალი ტექნოლოგიები გაჩნდა, და არასდროს ვყოფილვართ ასე გლობალურად დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომითი უნარები, რასაც დღეს ვიყენებთ სამსახურში, შესაძლოა საჭირო აღარ იყოს ახლო მომავალში. იმისთვის, რომ მომავალს მომზადებული და კონკურენტუნარიანი შეხვდეთ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკას, და მეტი დრო დაუთმოთ თვითგანვითარებას […]

Read More